ჩინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან და მიზეზად აშშ-ის მუქარების გამო, გარე უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზრდას ასახელებს.

ასევე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ.

"ირანში არსებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ დროისთვის თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. "ირანში ამჟამად მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა," - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.