უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, ომი შემოდგომაზე, ნოემბერში, აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე დაასრულოს. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "შესაძლებლობების ფანჯარა" აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე პერიოდში იქნება.

„ამჟამად, ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს... ეს დამოკიდებულია ამ მომდევნო რამდენიმე თვეზე, გვექნება თუ არა შანსი, რომ ომი შემოდგომამდე დავასრულოთ. შუალედურ არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანი, გავლენიანი არჩევნებია შეერთებულ შტატებში. მშვიდობის მისაღწევად ეს შესაძლებლობა გვაქვს და ეს ფანჯარა ახლა ღიაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.