ინდოეთის ოკეანეში, პოპულარული საკურორტო კუნძულ ფუკეტის სანაპიროსთან, კონტეინერების გადამზიდი ტანკეტი Sealloyd Arc-ი ჩაიძირა.
Bild-ის ცნობით, ჩაძირული 116 მეტრიანი გემიდან ნავთობმა გაჟონა და ოკეანეში იღვრება. ნავთობმა უკვე მიაღწია ტურისტულ კუნძულ კო ჰეის სანაპიროს.
მედიის ინფორმაციით, მაშველები შავ, ცხიმიან ფენას აქტიურად ებრძვიან, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ სანაპიროებს ნაწილობრივ ფარავს.
ტაილანდის პარლამენტის დეპუტატი ფუკეტიდან, ჩალერმპონგ საენგდი საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის შემუშავებას ითხოვს.
