აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი ძლიერი ყინვის გამო ნაწილობრივ გაიყინა. ინფორმაციას კანადური გამოცემა citynews-ი ავრცელებს

მედიის ცნობით, ნიაგარას ჩანჩქერი მას შემდეგ გაიყინა, რაც აშშ-კანადის საზღვარზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. ჩანჩქერი ყინულის ნატეხებად იქცა და ახლა ტურისტები იშვიათი მოვლენის სანახავად მიდიან.

როგორც მედია იუწყება, მზიან დღეებში, ტურისტებს ყინულით დაფარული ჩანჩქერის გარდა, ცისარტყელის ნახვაც შეუძლიათ.

ცნობისთვის, პერიოდულად, ნიაგარას ჩანჩქერი ნაწილობრივ იყინება, მთლიანად გაყინვა კი 1848 წელს დაფიქსირდა.