მინეაპოლისში დემონსტრაციები გრძელდება, მოქალაქეები 37 წლის მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მინესოტაში ძალოვნების მიერ ეს მოქალაქის მკვლელობის მეორე ფაქტია. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფედერალურ აგენტებს ის ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სამართალდამცველების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა.

მედია წერს, რომ ოფიციალურმა ვერსიამ აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცველებში, მოსახლეობის დიდ ნაწილსა და დემოკრატ კანონმდებლებში, რადგან ვიდეომასალაში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი. ქალაქის მერი და გუბერნატორი, ტრამპმა პროცესების წაქეზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "აჯანყების შესახებ აქტის" ამოქმედებას განიხილავს. ეს არის მეცხრამეტე საუკუნის კანონი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციების შეთავსების უფლებას სამხედროებს აძლევს.