"თუ ვინმე ფიქრობს: "ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია", დაივიწყეთ ეს" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. ჰოლანდიური მედია მარკ რუტესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს. მათ შორის, ხაზგასმით საუბრობს გრენლანდიის კრიზისზე, ნატო-ზე და ევროპის უსაფრთხოებაზე, ამერიკის როლზე, რომ ნატო აშშ-ის გარეშე ვერ იარსებებს. ასევე საუბრობს არქტიკის უსაფრთხოებაზეც.

"ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა", - განაცხადა რუტემ კითხვაზე პასუხად, შეძლებდა თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას. ამასთან, შეძლებს თუ არა ევროპა ათი-ოცი წლის შემდეგ საკუთარი თავი დაიცვას, რუტე ამბობს: "კონკრეტულ თარიღს არ ვასახელებ, რიტორიკულად ვამბობ. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს: "ახლა ცოტა ხნით ამერიკის გარეშეც გავძლებთ" - დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე".

აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამობს, რომ "ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს".