ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული მასიური საჰაერო დარტყმა დაგმო, რომელიც, მისი თქმით, მისი ოფიციალური ვიზიტის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, მაქსიმ პრევოსტი ლიბანის დედაქალაქში, ბელგიის საელჩოში იმყოფებოდა, როდესაც რაკეტები "სულ რამდენიმე ასეული მეტრის" მოშორებით დაეცა.

პრევოსტმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების შეთავაზების გამო ლიბანისთვის მადლობის გადასახდელად ემზადებოდა, როდესაც "ისრაელმა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო".

"ეს უნდა დასრულდეს. აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანზეც უნდა გავრცელდეს", - დასძინა მან.