ირანმა, პაკისტანის მეშვეობით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ახალი წინადადება წარადგინა, - ამის შესახებ Cbs News-ი ირანულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

"ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ხუთშაბათს საღამოს, პაკისტანს, რომელიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, თავისი უახლესი წინადადების ტექსტი გადასცა", - იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA, დეტალების დაზუსტების გარეშე.