ბრიტანელი სამხედრო ექიმი, რომელიც TikTok-ის ვარსკვლავი გახდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, იორკშირის სამეფო პოლკის კაპრალი, ლუსი უაილდი 5 თებერვალს, უილტშირის შტატის ქალაქ უორმინსტერში, საკუთარ ყაზარმაში გარდაცვლილი იპოვეს.
"ძალა, რომელიც სინაზეში იყო გახვეული“ - ასე აღწერა 25 წლის გარდაცვლილი ქალი მისმა ძმამ საკუთარ განცხადებაში. მისმა პოლკმა კი, ქალის სხვების მიმართ დაუღალავი ზრუნვა შეაქო.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უაილდის გარდაცვალების გარემოებების შესასწავლად გამოძიება მიმდინარეობს.
