ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ორ გემს დრონები დაესხნენ თავს, რომელთაგან ერთი ჩაიძირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მოხდა.

რადევს გემების წარმოშობის ან ტვირთის გადაზიდვის შესახებ, ან საერთოდ გადაჰქონდათ თუ არა გემებს რამე, არ განუმარტავს. მან ასევე არ დააკონკრეტა, საიდან იყო დრონები გაშვებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბულგარეთი შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ თვის დასაწყისში, რადევმა 6 ოქტომბერს ქვეყნის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში მომხდარ დრონით თავდასხმას "სრულიად მიუღებელი" უწოდა. ინციდენტის შედეგად ერთი სავაჭრო გემი ჩაიძირა და მეორე დაზიანდა. რადევს პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, რადგან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.