გერმანიის ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია მიესალმება ამერიკასა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდებაზე დადებულ შეთანხმებას და გერმანიის ხელისუფლებას ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.

პარტიებში "ალტერნატივა გერმანიისთვის" და "სარა ვაგენ-ქნეჰთის კავშირში" აცხადებენ, რომ სანქციების პოლიტიკამ ომი ვერ დაასრულა და ის მხოლოდ დასავლეთის ეკონომიკასა და გერმანიის მოსახლეობას აზარალებს. იგივე პოზიცია აქვს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს.

"გვესმის მოწოდებები, რომ კიდევ უფრო სწრაფად ვთქვათ უარი აღმოსავლეთიდან ნებისმიერი სახის გაზისა თუ ნავთობის მიწოდებაზე. ვაწესებთ სანქციებს, ვმართავთ კრიტიკას და ვღელავთ ზომებს, რომლებიც გვაიძულებს, საკუთარ თავში ჩავიკეტოთ.

შედეგად კი ევროკავშირი რჩება ერთადერთ სუბიექტად, რომელმაც ენერგეტიკული კრიზისისა და ჩვენ გარშემო მიმდინარე ომების ფონზე უზარმაზარი ფასი გადაიხადა,"- აცხადებს ფიცო.