პოპულარული ვიდეო თამაშების სერიის, Call of Duty-ის ერთ-ერთი შემქმნელი ვინს ზამპელა, კალიფორნიაში, 55 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, ზამპელას გარდაცვალება Electronic Arts-მა დაადასტურა, რომელიც მის მიერ თანადამფუძნებელ სათამაშო სტუდია Respawn Entertainment-ს ფლობს.
პოპულარული ვიდეოთამაშების შემქმნელი კვირას, ლოს-ანჯელესის გზატკეცილზე, ავარიაში მოხვდა. ის ფერარით, დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როდესაც კედელს შეეჯახა და მანქანა დაიწვა. მასთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიღუპა.
