ინდონეზიის მთავარ კუნძულ იავაზე, სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ 18 პირი, რომელთაგან 5 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად ფასდება.

სამძებრო-სამაშველო სამსახურის უფროს განცხადებით, ავტობუსმა, რომელშიც 34 ადამიანი იმყოფებოდა, ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, კონტროლი დაკარგა, ბეტონის ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.

ოფიციალური პირის ცნობით, საქალაქთაშორისო ავტობუსი დედაქალაქ ჯაკარტიდან უძველესი სამეფო ქალაქის, იოგიაკარტასკენ მიემართებოდა, როდესაც ცენტრალური ჯავის შტატის ქალაქ სემარანგში, ფასიანი გზატკეცილის მოსახვევში შესვლისას გადაბრუნდა.

მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მაშველებს 6 მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ, 10 დაშავებული კი მოგვიანებით გარდაიცვალა.