ცოტა ხნის წინ, სელენა გომესმა გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა განმარტა, თუ რატომ შეეცვალა ბოლო პერიოდში ხმა. გომესი ასეთ სიტყვებს ამბობს:

„ჩემი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ზოგჯერ რაღაცები ხდება. უცნაურად ვხდები. ყელი ხანდახან შიგნიდან მიშუპდება. სულ ეს არის”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვარსკვლავმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა. თუმცა, როგორც თავად სელენა ამბობს, წონის კლების მიზეზი ლუპუსის დაავადებაა, რომელსაც წლებია ებრძვის. გომესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც, პერიოდულად, მისი გარეგნობა იცვლება, წონაში იმატებს ან რადიკალურად იკლებს. ლუპუსი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური უჯრედები ჯანსაღი ქსოვილების განადგურებას იწყებენ.