უცნობმა პირებმა მოსკოვში, Crocus City Hall-ში ცეცხლი გახსნეს ,-იუწყება რუსული მედია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ გაჩნდა ხანძარიც.

 

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა.

ამასთან, ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც Crocus City Hall-ში შესვლის შემდეგ სროლას იწყებენ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 12 და დაჭრილია 35 ადამიანი.