დანიაში, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, - იუწყება Reuters-ი.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ჰილეროდისა და კაგერუპის ქალაქების დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე მოხდა.
"ორ სამგზავრო მატარებელს შორის პირდაპირი შეჯახება მოხდა. რამდენიმე მგზავრი დაშავებულია. ყველა მატარებლიდან გადმოვიდა და ხაფანგში არავინ მოქცეულა...", - განუცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა Reuters-ს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით უკვე გადაიყვანეს.
