აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი, ჯონ ფელანი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"თავდაცვის მდივნისა და თავდაცვის მდივნის მოადგილის სახელით, ჩვენ მადლობას ვუხდით ფელანს დეპარტამენტისა და აშშ-ის საზღვაო ძალების წინაშე გაწეული სამსახურისთვის", - დაწერა მან.
ამასთან, CNN-ს ექვსმა წყარომ განუცხადა, რომ საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფელანი ოთხშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.
CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ფელანსა და ჰეგსეთს შორის დაძაბულობა რამდენიმე თვის განმავლობაში არსებობდა, რადგან ჰეგსეთი თვლიდა, რომ ფელანი გემთმშენებლობის რეფორმებს ძალიან ნელა ახორციელებდა და გაღიზიანებული იყო ფელანის პირდაპირი კომუნიკაციით ტრამპთან, რასაც ჰეგსეთი მის გვერდის ავლის მცდელობად მიიჩნევდა.
"პრეზიდენტი ტრამპი და მდივანი ჰეგსეთი შეთანხმდნენ, რომ საზღვაო ძალებს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება", - განუცხადა CNN-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
