"დღეს სლოვაკეთის ტერიტორიაზე "დრუჟბის" მილსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა", - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

რობერტ ფიცოს განცხადებით, მილსადენ "დრუჟბის" გახსნა მისი მთავრობის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის, ევროკომისიისა და კომპანია Transpetrol-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ამასთან, ფიცოს მიაჩნია, რომ მილსადენის ბლოკირება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"მე მიმაჩნია, რომ გუშინ და დღეს მიღწეული სესხის ხელშეკრულებებისა და "დრუჟბას" მილსადენის გახსნის წყალობით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სერიოზული ურთიერთობები დამყარდა", - განუცხადა ფიკომ ჟურნალისტებს.

"მე ვფიქრობ, რომ "დრუჟბას" მილსადენის დღეს, დილის 2 საათზე გახსნა ადასტურებს, რომ "დრუჟბას" მილსადენი არ დაზიანებულა... ის არ დაზიანებულა, არამედ მილსადენი და ნავთობი გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, იარაღებად გამოიყენეს", - აღნიშნა ფიცომ.