დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
"გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. ამერიკას არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს," - განაცხადა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, დანია და, შესაბამისად, გრენლანდია, NATO-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება. საფრანგეთი დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია და ეს გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია.
