ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი "ჰეზბოლასთვის", ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-ის მიერ ვენესუელის ოკუპაციის გეგმა, რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება ნებისმიერ, ყველა საკითხთან დაკავშირებით და ის ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს რეჟიმი მთლიანად ნავთობით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული, თუმცა მისგან მოსახლეობა სარგებელს ვერ ნახულობდა.
