პედრო სანჩესის მთავრობამ ისრაელში ესპანეთის ელჩი, ანა მარია სალომონ პერესი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება მიღებულია ირანის რეჟიმზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმების შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.

"საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის საკითხთა მინისტრის წარდგინებითა და მინისტრთა საბჭოსთან განხილვის შემდეგ 2026 წლის 10 მარტს ვბრძანებ გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან ესპანეთის ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ქალბატონი ანა მარია სალომონი და გამოეცხადოს მას მადლობა", - წერია ბრძანებაში.

ესპანური მედია, თავის მხრივ, წერს, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი ბოლო დროს ესპანეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.