თავდასხმები ჰორმუზის სრუტის მახლობლად - ბრიტანეთის საზღვაო სააგენტოს ცნობით, დღეს, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, სამ გემს უცნობი ჭურვები ესროლეს.

ამასთან, ტაილანდური გემის ეკიპაჟის სამი წევრი, რომელსაც დღეს ჭურვი მოხვდა დაკარგულად ითვლებიან. წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ თეირანმა ეს საკვანძო სრუტე დანაღმა.

ტაილანდის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, ჭურვის მოხვედრის შემდეგ, გემიდან ეკიპაჟს 20 წევრი გადაარჩინეს, თუმცა კიდევ 3 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

უწყების ცნობით, სრუტეში გავლისას, აფეთქება მოხდა გემის უკანა ნაწილში, რამაც ხანძარი გამოიწვია ძრავის განყოფილებაში, სადაც, სავარაუდოდ, სამი დაკარგული მეზღვაური იმყოფებოდა.

როგორც CNN-ი იწყება, ჰორმუზის სრუტესთან გემებზე თავდასხმის შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა.