იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

როგორც ჯორჯია მელონმა აღნიშნა, მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას და საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება. ამასთან, იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

"იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა", – განაცხადა მელონმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.