"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო ძალებმა, ოთხშაბათს დილით, ჰორმუზის სრუტეში ორ გემზე იერიში მიიტანეს, ნათქვამია IRGC-ის პრესსამსახურის განცხადებაში. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებს Express Room-ს და Mayuree Naree-ს ირანელმა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს "IRGC-ის საზღვაო ძალების გაფრთხილებებისა და შეტყობინებების უგულებელყოფის შემდეგ“.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ალირეზა ტანგსირიმ X-ზე განაცხადა, რომ "ყველა გემმა, რომელიც სრუტეში აპირებს გავლას, ნებართვა ირანისგან უნდა მიიღოს“.
