ირანის სამხედრო სარდლობის განცხადებით, მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 200 დოლარს მიაღწევს, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბლოკირებულ სპარსეთის ყურეში კიდევ სამ გემს დაესხნენ თავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"მოემზადეთ იმისთვის, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 200 დოლარს მიაღწევს, რადგან ნავთობის ფასი დამოკიდებულია რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რომლის დესტაბილიზაცია თქვენ მოახდინეთ", - განაცხადა ირანის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ზოლფაკარიმ აშშ-ის მიმართ გაკეთებულ კომენტარში.
თეირანში ბანკების ოფისებზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ზოლფაკარიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს იმ ბანკებზე თავდასხმებით, რომლებიც საქმიანობენ შეერთებულ შტატებთან ან ისრაელთან. მან დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებლებმა, ბანკებთან 1000 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.
"ოთხშაბათს, ირანმა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნა, რითაც აჩვენა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს წინააღმდეგობის გაწევის და ენერგომომარაგების შეფერხების პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა აშშ-ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულ დარტყმებს ყველაზე ინტენსიური დარტყმები უწოდა", - წერს Reuters-ი.
მედიის ცნობით, ნავთობის ფასები, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში მკვეთრად გაიზარდა, შემცირდა და საფონდო ბირჟები აღდგა, ინვესტორები კი ფსონს იმაზე დებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების სწრაფად გზას იპოვის.
