უნგრეთის პარლამენტის წევრი, ბალაშ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართული აღმაშფოთებელი მუქარები უნდა შეწყვიტოს და გაიაზროს, რომ მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს.
"უკრაინა საკმარისია! კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მუქარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
უკრაინის საიდუმლო სამსახურების ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს ემუქრება და აცხადებს, რომ უკრაინულმა „სიკვდილის რაზმმა“ ყველაფერი იცის მათ შესახებ. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ის უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს იცავდა.
უკრაინამ უნდა გაიგოს: მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს", - წერს ბალაშ ორბანი.
