პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ შეუძლიათ ირანი ერთ საათში გაანადგურონ და ისინი ფაქტობრივად ვერასდროს შეძლებენ ამ ქვეყნის აღდგენას.

"მათ დაკარგეს საზღვაო ძალები, მათ დაკარგეს საჰაერო ძალები, მათ არ აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია, მათ არ აქვთ რადარები. მათი ლიდერები აღარ არიან ცოცხლები. ჩვენ კი შეგვიძლია ბევრად უარესი გავაკეთოთ.

ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ისინი დღესვე, შუადღეს, ერთ საათში გავანადგუროთ და ისინი ფაქტობრივად ვერასდროს შეძლებენ ამ ქვეყნის აღდგენას“,-განაცხადა ტრამპმა.