მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ, ირანის დაწყებით სკოლაზე "ტომაჰავკის“ ტიპის სარაკეტო თავდასხმის პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს დააკისრა, იუწყებიან აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა წყაროები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ დასკვნებს, - წერს The New York Times-ი.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, შაჯარა ტაიბეჰის დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმა, აშშ-ის ძალების მიერ დამიზნების შეცდომის შედეგი იყო, რომლებიც ახლომდებარე ირანულ ბაზაზე დარტყმებს ახორციელებდნენ, რომლის ნაწილიც ადრე სკოლის შენობა იყო.

გამოძიების შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიცრებმა, დარტყმის სამიზნის კოორდინატები თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწოდებული, მოძველებული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრეს.

ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ დასკვნები წინასწარია და მნიშვნელოვანი კითხვები რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გადამოწმდა მოძველებული ინფორმაცია.