უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთმა საწვავის დაცული ფასები შემოიღო, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ფასები მოსახლეობისთვის, ბიზნესებისა და ფერმერებისთვის.

მისი თქმით, ევროპა ფასების ზრდისა და ენერგორესურსების შემცირების წინაშე დგას. სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება, თუმცა უნგრეთი თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს.

"უნგრეთმა საწვავის დაცული ფასები შემოიღო, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ფასები მოსახლეობისთვის, ბიზნესებისა და ფერმერებისთვის.

უკრაინის ნავთობის ბლოკადის, რუსეთის ენერგეტიკულ პროდუქტებზე სანქციების და ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური ვაჭრობის შეფერხების გამო, ევროპა ფასების ზრდისა და ენერგორესურსების შემცირების წინაშე დგას. სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. მიუხედავად ამისა, უნგრეთი დაიცავს თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს შეუფერხებელი სატრანზიტო მარშრუტების მოთხოვნას.

ჩვენს ხალხს შეუძლია ჩვენზე დაყრდნობა", - წერს ვიქტორ ორბანი.