ინდონეზიის ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

abcnews-ის ინფორმაციით, მუსონურმა წვიმებმა ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიღუპა მოსახლეობა.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან პოლიციელები და სამხედროები.

ღვარცოფმა, სულ მცირე 7 საცხოვრებელი სახლი წაიღო და 140-ზე მეტი დააზიანა. სტიქიური მოვლენების გამო, 680-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარში იმყოფება.