ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ჯარების მთავარსარდალმა ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედების ვარიანტები გააცნო. ინფორმაციას ექსკლუზიურად abcnews ავრცელებს.
პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ხუთშაბათს, აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში შესაძლო მოქმედების სამხედრო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მეორე წყაროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი დენ კეინი.
მედიის ცნობით, რეგიონის უმაღლესი სამხედრო მეთაურის ბრიფინგი იმავე დღეს გაიმართა, როდესაც აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.
