ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო ვილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს, საქართველოს საკითხის გარდა, განცხადებები გაკეთდა სომხეთსა და მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. იყო კრიტიკული შეფასებებეიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მოლდოვის და სომხეთი მთავრობების ლეგიტიმაციის საკითხი ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ, რაც "ქართული ოცნებისთვის" ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.
