მეექვსე დღეა, ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. თეირანში დაწყებულმა პროცესიამ ქალაქ ყუმში გადაინაცვლა, საიდანაც ხამენეის ცხედარი ერაყში გადაასვენეს.
გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება ქალაქებში - ნაჯაფსა და ქერბელაში, რომლებიც შიიტური ისლამის უმთავრეს რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენენ. 9 ივლისს ალი ხამენეის მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.
