პარტია "აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარეს, გაგიკ წარუკიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სააგენტო "არმენპრესი" სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალად თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ოპოზიციონერი 6 ივლისს დააკავეს. ცნობილია, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა ერთდროულად 70-ზე მეტ მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც წარუკიანის სახლიდან 3 ლომი და 1 ვეფხვი გამოიყვანეს. გარეული ცხოველები, დედაქალაქის მერიის თხოვნით, ერევნის ზოოპარკმა შეიფარა.
ახალ ვოლიერებში გადასაყვანად, მათი დროებით დაძინება გახდა საჭირო.
