NATO-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთის წინააღმდეგ მოულოდნელი და მკაცრი ზომები დააანონსა.
ტრამპმა მადრიდი ალიანსის ფარგლებში არასათანადო პარტნიორობაში დაადანაშაულა, წერს REUTERS.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე გასცა განკარგულება ხაზინის მდივან სკოტ ბესენტისთვის, დაუყოვნებლივ შეწყდეს ესპანეთთან არსებული სავაჭრო კავშირები.

ტრამპმა მადრიდი NATO-სთვის "საშინელ პარტნიორად" მოიხსენია.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი ევროპულ სახელმწიფოებსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის ახალ ეტაპზე გადასვლას მოასწავებს.

როგორც მედია წერს, ესპანეთის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელი მოკავშირეების მიმართ სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იყენებს.