ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში ორმაგი გამოწვევის წინაშე დგას - ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფებმა მის წინააღმდეგ უნდობლობის ორი ცალკეული ვოტუმი წარადგინეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის ინიციატივის განხილვის დროს დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეები ევროკავშირის დაშლას ცდილობენ.
მედია წერს, რომ პრეზიდენტის გადაყენება ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მორიგ ჯერზე საკითხის კენჭისყრაზე დაყენება აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის გარკვეულ ჯგუფებში ფონ დერ ლაიენის პოლიტიკის მიმართ არსებობს უკმაყოფილება.
შეგახსენებთ, უნდობლობის საკითხზე ევროპარლამენტი ხუთშაბათს იმსჯელებს.