Elabe-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ სიტუაციაზე საფრანგეთში? თითქმის ყოველი მეორე ფრანგი პასუხობს, რომ ეს ემანუელ მაკრონია (47%), ყოველი მესამე ფრანგი კი გმობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას (37%). ინფორმაციას bfmtv-ი ავრცელებს.

ამასთან, "ახალი სახალხო ფრონტის" (51%) და "ეროვნული გაერთიანების" (71%) ამომრჩევლები, ყველაზე ხშირად, კრიზისის დროს სახელმწიფოს მეთაურის როლზე მიუთითებენ.

გამოკითხვის თანახმად, სიტუაციის შესაცვლელად, უმრავლესობა (51%) ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა, ხოლო გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ეროვნული ასამბლეა უნდა დაიშალოს და ახალი საკანონმდებლო არჩევნები დაინიშნოს.