ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში, ევერესტის აღმოსავლეთ კალთაზე თოვლის ქარბუქის შედეგად ჩარჩენილი ასობით ტურისტის ევაკუაცია მაშველებმა, თოვლისა და ძლიერი ქარბუქის მიუხედავად მაინც შეძლეს. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 350 ტურისტი ქუდანის პატარა სოფელში ჩავიდა, ხოლო დანარჩენ 200-ზე მეტ ტურისტთან დაკავშირება შეძლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტიბეტურმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეხმარებიან ადგილობრივები ტურისტებს.
მედიის ინფორმაციით, ამ კვირაში, ტურისტებმა ჩინეთში დამოუკიდებლობის დღის რვადღიანი აღნიშვნით ისარგებლეს და კანგშუნგისკენ მიმავალ შორეულ კარმას ხეობას ასობით ვიზიტორი ესტუმრა.
"მთებში ძალიან ციოდა და ნესტიანობის მაღალი მაჩვენებელი იყო და ჰიპოთერმია რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. წლევანდელი ამინდი უჩვეულოა. გიდმა თქვა, რომ ოქტომბერში ასეთი ამინდი არასდროს უნახავს. და ეს ყველაფერი ასე მოულოდნელად მოხდა“, - თქვა ჩენ გეშუანგმა, 18-კაციანი ჯგუფის წევრმა, რომელიც ქუდანში ჩავიდა.