4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი. მისივე თქმით, მათგან 13 უკვე დაკავებულია.

"გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი. საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი. ორი პირი, ჯერჯერობით, მიმალვაშია", - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მათი ადგილმდებარეობის დასადგენად და დასაკავებლად.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს.