ფილიპინებზე ძლიერი, 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა სამშაბათს ფილიპინების აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონთან ახლოს მოხდა.
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ არსებობდა. ეპიცენტრი დაახლოებით 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ამჟამად სებუსა და მეზობელ პროვინციებში შემოწმება მიმდინარეობს.