ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი აეროპორტის მესამე ტერმინალის პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილს გაუჩნდა.
მედიის ცნობით, ცეცხლმა მრავალსართულიანი შენობა მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად 4 სახანძრო ავტომობილი და დაახლოებით 25 მეხანძრე მუშაობს. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.