საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა საპატრიარქოდან რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის 2 საათიანი სხდომა დასრულდა.
საავტომობილო გზა, ხალხმრავლობის გამო დილიდან გადაკეტილია, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.
საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილი არიან მოქალაქეები, მორწმუნეები, რომლებსაც სურთ, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ.
შეგახსენებთ, დღესვე, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
