საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს  სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"პატრიარქის სურვილისამებრ, სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი", - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იობმა.

2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში, სადაც სასულიერო პირებმა უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დეტალებს განიხილეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.