ერთ საათში კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. მოეწყობა ფეხით მსვლელობა. პატრიარქის დაკრძალვის დეტალებზე სინოდის სხდომაზე მსჯელობენ, რომელიც უკვე ერთი საათია საპატრიარქოში მიმდინარეობს.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის თქმით, პატრიარქი უიშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი და დახვეწილი პიროვნება იყო.
"უიშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი და ძალიან დახვეწილი პიროვნება იყო. ჩემს დაბადების დღეს გარდაიცვალა, ძალიან ვუყვარდი მე, შვილივით ვყავდი და მეუბნებოდა ჩემი იმედი ხარო, პატარა რომ ვიყავი. შემთხვევითი მაინც არაფერი არ არის ქვეყნიერებაზე. პატრიარქმა თავის დროზე მითხრა, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიოს მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთ გადაწყვეტილებით", - განაცხადა მეუფე ზენონმა (იარაჯული).
საქართველოში გლოვის დღეა. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
