თუ თავს ცუდად გრძნობთ, ყელის ტკივილი და სიცხე გაქვთ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გავრცელებული Covid-ის ერთ-ერთი ახალი შტამით დაინფიცირდით - წერს BBC.

მედიის ცნობით, XFG, რომელიც Stratus-ის სახელით არის ცნობილი და NB.1.8.1, რომელიც Nimbus-ის სახელით არის ცნობილი, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავრცელებული შტამებია.

ექსპერტების თქმით, ისინი, როგორც ჩანს, Covid-ის წინა ვარიანტებთან შედარებით საფრთხეს არ წარმოადგენენ და ადამიანებს უფრო მეტად არ აავადებენ. თუმცა, ვირუსის მიერ ბოლო დროს შეძენილმა გენეტიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა ინფიცირების ალბათობა გაზარდოს.