აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაზის აფეთქების შედეგად, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ცნობით, პირველი მაშველები Mitchel Houses-ის შენობასთან, დაახლოებით დილის 8:10 საათზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც შენობაში გაზის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალური პირების თქმით, მეხანძრეებმა აღმოაჩინეს, რომ აფეთქების შედეგად, 20-სართულიან შენობაში ნაგვის საწვავი შახტი ჩამოინგრა.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, შენობის დიდი ნაწილი ჩამოიშალა.
"ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში საგანგებო სიტუაციის შესახებ შემატყობინეს. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მოწოდებას. გთხოვთ, თქვენი უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ამ ტერიტორიას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.