გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ დე კროომ Reuters-ს განუცხადა, რომ 30 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ სიღარიბეში აღმოჩნდება ირანში ომის შედეგების, მათ შორის, საწვავისა და სასუქების მიწოდების შეფერხებების გამო.
დე კროოს თქმით, სასუქების დეფიციტმა უკვე შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.
როგორც მედია წერს, სასუქების ფასები მკვეთრად გაიზარდა, რადგან გლობალური წარმოების უმეტესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთზე მოდის. ჩვეულებრივ დროს, მსოფლიო სასუქების მარაგის მესამედი ჰორმუზის სრუტეზე გადის, რომელიც ირანთან ომის შემდეგ, თითქმის სრულად დაიკეტა.
