ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაეიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლასთან" არსებული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში თავიანთ პოზიციებს შეინარჩუნებენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ადრაიმ იძულებით გადაადგილებული პირები გააფრთხილა, რომ არ „გადაადგილებულიყვნენ სამხრეთისკენ“ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დადგენილი ფრონტის ხაზებიდან და არ მიახლოებოდნენ ლიტანის მდინარეს, ვადი სალჰანის ან სალუკის ტერიტორიას.
ამასთან, ადრაიმ ჩამოთვალა 57 სოფელი, სადაც ხალხს დაბრუნების უფლება არ ექნება.
