გრენლანდიამ განაცხადა, რომ მას არ სჭირდება სხვა ქვეყნების სამედიცინო დახმარება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე, რომლის შეძენაც მას სურს, სამედიცინო გემს აგზავნის. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.
შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გემს გაგზავნიდა და ამტკიცებდა, რომ გრენლანდიელები საჭირო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.
"ლუიზიანას შესანიშნავ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ჩვენ გრენლანდიაში შესანიშნავ სამედიცინო გემს გავგზავნით, რათა ვიზრუნოთ იმ მრავალ ავადმყოფზე, რომლებიც იქ საჭირო მომსახურებას ვერ იღებენ", - დაწერა ტრამპმა თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე.
ტრამპმა დასძინა, რომ გემი უკვე გზაშია.
