დასავლეთ გვატემალაში, სამგზავრო ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, - იუწყება CNN-ი და ფაქტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქქვეყნებს.

"ამ საგზაო შემთხვევას თხუთმეტი ადამიანი ემსხვერპლა - 11 მამაკაცი, სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანი", - განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ლენდრო ამადომ და დასძინა, რომ დაახლოებით 19 დაშავებული შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავარია სოლოლას დეპარტამენტში, რომელიც სქელი ნისლით ცნობილ რაიონში მოხდა, რომელიც მძღოლებისთვის ხილვადობას ამცირებს.